ირაკლი ფირცხალავა ოპერაციისთვის კლინიკაში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახურის განცხადება
პოლიტიკა - 11:48, 13 Nov, 2018     1519
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავა სამოქალაქო კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაციის მიზნით გადაიყვანეს.

"პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური წინამდებარე განცხადებას ავრცელებს.

მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას 2016 წელს დაესვა დიაგნოზი, ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, არტერიული ჰიპერტენზია და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. კერძოდ, მსჯავრდებული ღებულობდა სპაზმოლიტიკებს, ფერმენტულ პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებლებსა და წნევის საწინააღმდეგო საშუალებებს. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მსჯავრდებულს სპეციალისტის კონსულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ექოსკოპიური გამოკვლევისას ნაღვლის ბუშტში მრავლობითი კონკრემენტები (მაქსიმალური ზომა 10მმ, მინიმალური - 6 მმ) დაუდგინდა. დაისვა დიაგნოზი - ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, ეროზიული გასტროდუოდენიტი. 25 სექტემბერსა და 13 ნოემბერს ირაკლი ფირცხალავას განმეორებითი ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც იგივე სურათი გამოიკვეთა.

მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, ტკივილს ნაღვლის ბუშტის არეში, აღენიშნება წონაში კლება. ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ. შესაბამისად, თავად მსჯავრდებულის თანხმობით მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის ჩასატარებლად" - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42