ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დავასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომიტეტებში მისვლაზე უარის თქვეს. მოწვევის შესახებ ოფიციალურ განცხადებებს სამინისტროებში „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გადააგზავნის.
დეპუტატებს აინტერესებთ, როგორ იცავს ქვეყანა საკუთარ ინტერესებს და რა მტკიცებულებები წარადგინა ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენი შეკითხვები იქნება თუ რა ნაბიჯები განახორციელა გასული წლების მანძილზე ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად ჰააგაში. მონაწილეობს თუ არა ჩვენი წარმომადგენელი შესაბამის შეხვედრებში და მოვითხოვთ ამ ყველაფრის დოკუმენტებით გამყარებას.“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






