„იძულებითი ნაბიჯი საკუთარი მოსახლეობის დასაცავად და საპასუხო ნაბიჯი რუსეთის აგრესიაზე“ -ნიკა ჩიტიძე 2008 წლის ომის დეტალებზე
პოლიტიკა - 21:55, 12 Nov, 2018     2180

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლეთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ვრცელი წერილით ეხმაურება ექსპრტი ნიკა ჩიტიძე.

„რამდენიმე მოსაზრება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე "საომარი მოქმედების წარმოების შესახებ".

როგორც ცნობილია რამდენიმე დღის წინ მასმედიის სხვადასხვა საშუალებების მიერ გავრცელდა ჩანაწერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით "რომ ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში მიიღო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების წარმოების შესახებ".

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არანაირად არ შეიძლება ნიშნავდეს რომ საქართველომ პირველმა დაიწყო ომი. ეს გადაწყვეტილება გახლდათ ის იძულებითი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ გადადგა საკუთარი მოსახლეობის უფლებების დასაცავად. რაც მთავარია, ეს იყო საპასუხო ნაბიჯი იმ აგრესიაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთისა და კონფლიქტურ რეგიონში მოქმედი ბანდფორმირებების მხრიდან.

სხვათა შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ თვითონ რუსეთის წარმომადგენელი, რუსეთის "სამშვიდობო ძალების" სარდალი მარატ კულახმეტოვი 6-7 აგვისტოს აცხადებდა და აღიარებდა, რომ იგი ვეღარ აკონტროლებდა ოსურ ბანდფორმირებებს. შესაბამისად, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მიეღო კონტრზომები საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ბანდფორმირებების, და არა რუსეთის წინააღმდეგ.

საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ანიჭებს უფლებას აწარმოოს საომარი მოქმედებები საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში. ხოლო საქართველოს კონსტიტუცცის 98-ე მუხლში აღნიშნულია რომ "თავდაცვითი ომის წარმოება საქართველოს სუვერენულ უფლებას წარმოადგენს". გარდა ამისა, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით თითოეულ სახელმწიფოს "გააჩნია უფლება ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაზე".

ამავე დროს, ომი ითვლება უსამართლოდ, თუ ერთი სახელმწიფო მეორეს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას ახორციელებს. კერძოდ, 1974 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია N 3314 "აგრესიის შესახებ", რომლის მიხედვითად განისაზღვრება აგრესიის ორი ძირითადი ტიპი: "ირიბი" და "პირდაპირი" აგრესია, რომელსაც ერთი სახელმწიფო მეორის წინააღმდეგ მიმართავს. უჭერდა რა მხარს სეპარატისტულ ბანდფორმირებებს - რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ (მათ შორის 90-იან წლებში) ირიბი, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარების საქართველოში შემოჭრის შედეგად პირდაპირი აგრესია განახორციელა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს არ დაურღვევია არც ქვეყნის კონსტიტუცია და არც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და არც ზნეობრივი ნორმები, რადგანაც საქართველომ მხოლოდ საპასუხო ქმედებები განახორციელა.

დასკვნის სახით კი მინდა ავღნიშნო შემდეგი: როგორც ჩვენთვის ცნობილია (ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებისათვის), საქართველოს სამიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, საპასუხო საომარი მოქმედებებისათვის მიუმართავთ შემდეგ პოლიტიკოსებს (და არა მარტო მათ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბევრი სხვა ცნობებიც მოიპოვება): ქართლის მეფე არტაგს, როდესაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში პომპეუსის მეთაურობით ქართლში რომაელთა ლაშქარი შემოიჭრა; ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს, როდესაც 483 წელს ქართლში სპარსელთა ლაშქარი შემოიჭრა; მე-8 საუკუნეში ქართლის ერისმთავარ ნერსე მეორეს, როდესაც ქვეყანაში მურვან ყრუს მეთაურობით არაბთა ლაშქარი შემოიჭრა; დავით მეოთხე აღმაშენებელს, როდესაც 1121 წელს (დიდგორის ბრძოლა) საქართველოში თურქ-სელჩუკთა ლაშქარი შემოიჭრა; თამარ მეფეს 1203 წელს , როდესაც ქართველთა ლაშქარმა ბასიანის ველზე (რამდენიმე წლის წინ კი შამქორში) გაუწია წინააღმდეგობა რუმის სასულთნოს და ადაბადაგანის სახანოს, საქართველოს მეფე ბაგრატ მეხუთეს და გიორგი მე-8-ს, საქართველოში თემურლენგის შემოჭრის დროს; მეფე თეიმურაზს და გიორგი სააკაძეს მე-17 საუკუნეში მარტყოფისა და მარაბდის ველებზე სპარსელთა წინააღმდეგ (1625 წელი); ერეკლე მეორეს ასპინძაში 1770 წელს ოსმალების წინააღმდეგ და აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ კრწანისის ველზე 1795 წელს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას 1920 წლის მაისში და შემდეგ 1921 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმია შემოიჭრა და ა.შ.

ჩვენთვის ცნობილია რომ ზოგიერთი ბრძოლა ქართველთა დამარცხებით (ქართველთა სიმცირის გამო), ზოგიერთი ქართველთა მიერ ურიცხვ მტერზე გამარჯვებით დასრულდა და ეხლა რა ვქნათ, დავადანასაულოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრები რომ მათ საომარი მოქმედებების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს? ბრალი დავდოთ რომ პროვოკაციას წამოეგნენ და თან არ განვაცხადოთ რა იყო ალტერნატივა თუ როგორ ვქნათ? იქნებ ყველა ჩვენი სახელოვანი წინაპარი დავადანაშაულოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მტრის ჯარი საქართველოში შემოიყვანეს და სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ მადლობა, რომ ქვეყნის სამიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ის ერთადერთი და განუმეორებელია, ვინც ქვეყნიდან რუსეთის ბაზები გაიყვანა (მიუხედავად იმისა რომ საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ორი ბაზა 2001 წელს და ორიც საბოლოოდ 2006-2007 წლებში გაუქმდა, როდესაც ქ-ნი სალომე არ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი) თუ როგორ ვქნათ? :) მადლობა ყურადღებისთვის“- წერს ნიკა ჩიტიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42