„ივანიშვილი თვლის თავს ვალდებულად გოგა ხაინდრავას მიმართ და შეუძლია, 3 მილიონი ლარი აპატიოს“ - თინათინ ბოკუჩავა
პოლიტიკა - 18:54, 12 Nov, 2018     1071

გოგა ხაინდრავასთვის 3 მილიონიანი ვალის პატიება - საკითხს ოპოზიციის რიგებში ეხმაურებია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილი თავს ვალდებულად თვლის ხაინდრავასთან და ამიტომ, შეუძლია სამ-მილიონიანი ვალი აპატიოს:

„ეს არის ადამიანი, რომელმაც დადგა თავისი „ლე ხაინდრაოს“ სტუდიის და ა.შ გამოყნებით, მთელი სპექტაკლი, რითიც რეალურად, ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი. ასე, რომ ივანიშვილი თვლის თავს ვალდებულად გოგა ხაინდრავას მიმართ და შესაბამისად, თვლის, რომ შეუძლია, მათ შორის, 3 მილიონი ლარი აპატიოს მას და არ დააბრუნებინოს ბიუჯეტში და ამავდროულად, მოქალაქეებს თვალებში ნაცარი შეაყაროს და უთხრას, რომ მე თქვენ პენსიას ვერ გაგიზრდით, ვერ დავეხმარები მოშიმშილე ბავშვებს იმიტომ, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. ბიუჯეტში ფული იქნებოდა, რომ არ არსებობდეს ხაინდრავასნაირი ბიუჯეტის ქურდები,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

საქმე ეხება ხაინდრავას კომპანიისთვის, „მიწადმოქმედთა ერთობისთვის“ 2014 წელს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას. ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აეშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი, თუმცა, ეს ვალდებულებები მას არ შეუსრულებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42