მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერლი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა, ზურაბიშვილმა მათ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ სამხედრო მოსამსახურეების მიერ დაწყებულ კამპანიაზე.
„მე არ ვემუქრები არცერთ ჯარისკაცებს და პირიქით ამ დილითაც გამოვთქვი ის პატივისცემა, რაც მე მაქვს და გამაჩნია სამხედრო ძალების მიმართ და სწორედ ეს ადამიანები შეურაცხყოფენ ამ ღირსებას, რაც არის ჩვენი სამხედრო ძალების ღირსება, როცა მანიპულირებენ, როცა მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა და თუ ვიღაცას არ სჯერა, მტკიცებულებები გადაცემულია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ფაქტები დადგინდება. დაიწყო ერთი კაცით და გავრცელდა, რამდენიმე პირი მონაწილეობს ამ მუქარებში,“-ამბობს ზურაბიშვილი.
მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს ვინ და რატომ ემუქრებოდა მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს.
„კარგი იქნება ჩვენ ანგარიშებს გაეცნოს ხოლმე, სანამ ჩვენს მიმართ პრეტენზიები ექნება. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს ეს არის დასაგმობი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მიმართა სამართალდამცველს უწყებებს, მათ დაიწყეს გამოძიება და უახლოეს ვადებში მათ უნდა დაადგინონ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მას ემუქრებოდა,“-ამბობს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






