„ეს პირი იბრძვის უკრაინაში და ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე“ - დიმიტრი გაბუნია
პოლიტიკა - 16:47, 12 Nov, 2018     1179

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია სალომ ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პირი, რომელიც ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარას ახორიცელებდა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია.

„ქალბატონი სალომეს განცხადების შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირ სიცრუესთან და ტყუილთან ადგილი არ არის. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება, ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი.

ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის "ფეიკი". არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შსს-მ მოახდინა ამ პირის იდენტიფიცირება. ძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა უფრო მძიმე მუხლთან საქმე, ეს არის სსკ-ს 352-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის ან სხვა მსგავს მუქარას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე. ეს განცხადება არ ყოფილა ტყუილი ან პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, რათა მოხდეს ამ პირის დაკავება ან შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება.

ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი.

საუბარია ერთ პირზე, თუმცა ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე",- განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42