ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
პოლიტიკა - 16:28, 12 Nov, 2018     724

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

„კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არსებობდა. მთელი რიგი პრობლემების გამო, ცენტრალური გზა ჩავარდნილი იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ყველაფერი ფუნდამენტურად მოწესრიგდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და სანიაღვრე სისტემას, შეიცვალა გარე განათების ბოძებიც. ასევე, ელექტროსადენები, მიწის ქვეშ განთავსდა. დარჩენილია საგზაო მონიშვნების დახაზვა, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესრულდება. აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზა, დღეს სრულად არის რეაბილიტირებული, ისევე, როგორც ევროპულ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციებს, წყალარინების ქსელსა და სანიაღვრე სისტემას ჩაუტარდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აწარმოა. ასევე, მთლიანად შეიცვალა გარე განათების სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 733 000 ლარი დაიხარჯა. ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „დინ გრუპმა“ შეასრულა.

კაჩინსკის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42