საია საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით მიმართავს
პოლიტიკა - 15:55, 12 Nov, 2018     706
12 ნოემბერს საიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნის მოთხოვნით წერილობით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს:


„საქართველო დღემდე იყენებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლის რეფორმის საკითხი არაერთი წელია დღის წესრიგში დგას. საია ცდილობს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების შეზღუდვას. ამ მიზნით, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა 6 სარჩელი. ამათგან ერთზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კერძოდ, საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე - ,,საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული მუხლები და მათი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს საკითხი.

საკონსტიტუციო სასამართლომ გამიჯნა მძიმე სამართალდარღვევები, რაზეც პარლამენტს სათანადო საპროცესო დაცვის გარანტიების გავრცელება დაევალა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმის საჭიროება.

საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატი არ იყოს შეზღუდული მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და მუშაობა წარიმართოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებითი ცვლილებისათვის. საია იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მის მუშაობაში.“- ნათქვამია საიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42