„ქართული ოცნების“ ოფისთან შვილმოკლული მამაების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობ. შვილმოკლული მამები და მათი მომხრეები პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და „ქართული ოცნების“ ოფისთან ამ წუთებში განცხადებებს აკეთებენ. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელისუფლებას მიმართა:
„ეს დღეს იწყება პანკისის ხეობიდან. დღეიდან ეს მიიღებს სულ სხვა ფორმებს და მოვითხოვ ამ „ოცნების“ გუნდის თავმჯდომარეს, დასაჯე ეს ყველა მხეცი, ვინც ჩაატარა პანკისის ხეობაში ეს ტერორისტული აქტი, ვინც დახვრიტა მძინარე ბავშვი, ვინც დამაყაჩაღა, თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს იქცეოდა სპეცრაზმელთა ხროვა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად, მხეცურად, დღეს თქვენ იმეორებთ ამას, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი. ეს განცხადება დაიმახსოვრეთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






