„ქართული ოცნების“ ოფისთან შვილმოკლული მამაების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობ. შვილმოკლული მამები და მათი მომხრეები პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და „ქართული ოცნების“ ოფისთან ამ წუთებში განცხადებებს აკეთებენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ვითომ გოგაშვილი იყო გათავისუფლებული სამსახურიდან, მერე დანიშნეს შტაბის უფროსად, ჩვენ მოვითხოვთ არა მარტო სოსო გოგაშვილის, ჩვენ მოვითხოვთ მთლიანად ეს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები იქნან პასუხისგებაში მიცემული და იქნას დასჯილი იმ სპეცრაზმელებთან ერთად, ვინც ეს სისხლიანი ტერაქტული აქტი ჩაიდინეს ჩემთან ხეობაში ოჯახში.
იმ დღიდან დღემდე ცდილობენ რამენაირად გააფუჭონ, რამენაირად შეკრან საუბრები, სადაც მე ვიძლევი ინტერვიუს ან ვაკეთებ განცხადებებს, ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მომხდარა, უბრალოდ ცდილობენ იმ დღიდან ამ დღემდე გააფუჭონ, რაღაც შექმნან და ხალხს რაღაც ზღაპრები დააჯერონ, რომ თემირლანი ან მე ვიყავით კავშირში ტერორიზმთან,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






