მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მის მიმართ მუქარასთან დაკავშრებით, გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან:
“მე ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის უპირისპირდება სამხედროებს და შეიარაღებულ ძალებს. როგორ შეიძლება ის საერთოდ მთავარსარდალი იყოს. მე არ ვიცი ის რაზე საუბრობს, თუ არის რაიმე სახის მიმოწერა, ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურებმა.
მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი პერსონალური ძალადობის და ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ამას იძიებენ, რაც დღეს საქართველოში არ ხდება. ახალქალაქის, მარნეულის კასპის შემთხვევებს დაგისახელებთ… თუ რაიმე იყო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, გამოიძიონ, მაგრამ ვფიქრობ, ის რასაც ასხივებს ეს ქალი შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, ძალიან საგანგაშოა” – თქვა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






