„საქართველომ დაიწყო, ზუსტად, პრეზიდენტის სახით,“ - უთხრა "კურიერს" ფოტოგრაფმა.
„კარგად ვიცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს პროვოკაცია სააკაშვილის თამადობით, დაბომბეთ ცხინვალი, ქართული ქალაქი, მართალია, მანდ არავინ არ იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ასეც არ იყო მთლად. და ამ ავანტიურით დაიწყო ეს ომი,“ - განაცხადა მეჩითოვმა.
მეტიც მისი თქმით, აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება მოღალატეობრივი ქმედება არ არის და პირიქით, ამაზე საუბრისგან თავის შეკავებას აფასებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად.
„მოღალატეობა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება არის ის, რომ ჩვენ ჯიუტად ვამბობთ, რომ ეს არ იყო ასე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაშორებს აფხაზებთან, გვაშორებს ოსეთთან, გვაშორებს ნებისმიერ მოლაპარაკებიდან, ასეთი პოზიცია, როცა ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რაც უკვე დაწერილია, აღიარებულია მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა მეჩითოვმა.
"ნიუპოსტი" შეეცადა მეჩიტოვისგან მეტი განმარტების გაკეთება მოესმენა, თუმცა მისმა თანაშემწემ გვითხრა, რომ იურა მეჩითოვი მედიასთან კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






