„სალომე ზურაბიშვილი პუტინის პროექტია, ნაცვლდ „კაგებეშნიკი“ მეჩითოვის კრიტიკისა, მან იერიში მიიტანა ქართველ სამხედროებზე“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 13:28, 12 Nov, 2018     1346
1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით, იური მეჩითოვის განცხადებას გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები. ეროვნულ-დემორატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მეჩითოვი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იყო კგბ-ს კადრი, ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ მისი ქმედება პასუხის გაცემის ღირსიც არ იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ მეჩითოვი სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერია.

„იური მეჩითოვი, დიდი ხანია ვიცი და ამაში დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის, რომ არის კგბ-ს კადრი, საბჭოთა დროიდან მოყოლებული და ყოველთვის ასრულებდა იმ მისიას, რაც ჩვენ ვიხილეთ „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ეს ადამიანი არის რუსეთის აგენტი და ასრულებს იმას, რასაც იქიდან ავალებენ. მეტი მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არც მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ არა ერთი ფაქტი - მეჩითოვი, წითელაშვილი და ბევრი ამდაგვარი ადამიანები, რომლებიც ვიცით რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ ქართულ სახელმწიფო საზიანოდ, მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანს, რომლის წიგნიც ჰააგაში გამოყენებულია რუსეთის მიერ ქართული სახელმწიფო წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის ნაწილში.

ის თუ რა შეიძლება შემდგომ განვითარდეს ჰააგაში, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემხვევაში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს. რუსეთი მოახერხებს იმას რაც ავტომატით ვერ მაოხერხა, დაშლის ქართულ სახელმწიფოს და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაში ლომის წილი სწორედ სალომე ზურაბიშვილის იქნება, რომელსაც მხარს უჭერს იგივე მეჩითოვი და წითელაშვილი.

სრულად ვეთანხმები ნიკა გვარამიას რეაქცია გადაცემა „აქცენტებში“, რადგან გარდა პოლიტიკური დავირთვისა არსებობს ემოციური დატვირთვა როცა 9 აპრილს ეხება, სადაც ქართველმა ერმა ცალსახად გამოავლინა თავისი ნება - დაებრუნებინა დაკარგული სახელმწიფოებრვობა და ეროვნული თავისუფლება. ამ სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას ადამიანებმა თავი შესწირეს და აი, ამ ბრძოლას შეეხო იურა მეჩითოვი“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ ნაცვლად მეჩითოვის კრიტიკისა, დღეს ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოდის და შეტევას ახორციელებს ქართველ სამხედროებზე.

„დღეს კი როცა ვისმენთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, როცა გვქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა მცირედით მაინც რუსებს გამიჯვნოდა, ამის ნაცვლად დარტმა განახორციელა ქართველ სამხედროებზე, რომლებმაც იომეს აფხაზეთში, ცხინვალში... რომლებმაც სახელწიფოებრიობისთვის ბრძოლის ყველაზე მძიმე ნაწილში - ომში, მიიღეს მონაწილეობა და აი, ამ ადამიანებზე განახორციელა დარტყმა, ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეკეთებინა მენტალურად, კრებითი მეჩითოვების წინააღმდეგ.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პუტინის პროექტი, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს რუსეთის დავალებას, როცა ქართული ოცნება თავგადაკლული მხარს უჭერს და იბრძვის იმისთვის, რომ ყველა ხერხებით გააპრეზიდენტოს სალომე ზურაბიშვილი.

ეს შეუძლებელია... ისევე როგორც 9 აპრილს ქართველმა ხალხმა, მიუხედავად დაპირისპირებისა, მოახერხა და დადგა ერთად, როცა ჩვენი ეროვნული-სახელმწიფოებრივი ინტერესები იყო დასაცავი, დღესაც აი, ასე დადგება და არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42