"პროკურორის და ჰააგის შესაბამისი სასამართლოს უწყებების შეფასებით, 2013 წლიდან საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად შეწყვიტა იმ მასალების მიწოდება, რომლებიც აუცილებელია, იმისთვის რომ დადგინდეს რუსეთის ბრალეულობა 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ამის პარალელურად რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს ამ ტრიბუნას, იმისთვის, რომ გაატაროს თავის ინტერესები, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ჰააგაში, ფაქტობრივად ნიშნავს თანამშრომლობას რუსეთთან,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მინდა მივმართო საქართველოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს და ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტს, ბატონ ზალკალიანს. უახლოეს დღეებში მე მოვითხოვ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც მოველი, რომ ისინი გამოცხადდებიან და წარადგენენ იმფორმაციას იმის შესახებ თუ რას აკეთებდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ინმტერესების დასაცავად ჰააგაში“- განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






