„გული მერევა ამ სიტყვებზე“ - ამბობს ბათიაშვილი, რომელიც ტრაგიკული მოვლენების ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
„ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, ირაკლი წერეთელთან და გია ჭანტურიასთან ერთად, მე გახვალავართ ერთ-ერთი ორგანიზატორი 1989 წლის 9 აპრილის მაშსტაბური, ეროვნული დაუმორჩილებლობის აქციის. ქართველი ხალხის ამ დიდმა შემართებამ, სადაც უდიდესი ტრაგედია მოხდა, ჩვენი ხალხის სისხლი დაიღვარა, ამავე დროს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 9 აპრილი ეს იყო უდიდესი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, რამაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მოიტამნა. 9 აპრილს ჰქონდა უდიდესი რეზონანსი მსოფლიოში, ამ კადრებმა მოიარა მთელი მსოფლიო და გაიგო, რომ ქართველი ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის.
როცა 9 აპრილზე ვმსჯელობთ, ცოტა უნდა დავფიქრდეთ... ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. რა შოუ... რა ნიჩბები არ ყოფილა?! მე თვითონ ვიყავი გარდაცვალებულთა შორის... მე ვიცი, რითაც მოდიოდნენ რუსები - ალესილი ნიჩბებით და ხელკეტებით... ჩაგვქოლეს და მოგვლკეს. როგორ შეიძლება ამაზე ასე აგდებულად ლაპარაკი, განცვიფრებული ვარ... გული მერევა (იურა მეჩითოვის) ამ სიტყვებზე“- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






