გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ტრიუმფალურ თაღთან პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ
პოლიტიკა - 10:32, 12 Nov, 2018     795
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ტრიუმფალურ თაღთან პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ საიუბილეო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა და საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვას დაესწრნენ.


საზეიმო ცერემონიაში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერმინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესტონეთის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები.

ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების, ზავის დადების და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც ყველა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ მსოფლიო მშვიდობის დასაცავად. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ემანუელ მაკრონმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალზე მარადიული ცეცხლი ახალგაზრდებთან ერთად აანთო, რის შემდეგაც მსოფლიო ლიდერები ერთიანობის ნიშნად სიმბოლურად ცოცხალ ჯაჭვში ჩაებნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრძოლაში მონაწილე და დაღუპული ჯარისკაცების გმირობა გაიხსენა, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცი, ყველა მათგანი, ის ოჯახია, რომელსაც დღეს ჩვენ ვეკუთვნით.

"ომის ეს იარები არასოდეს გამქრალა ფრანგული მიწიდან, არასოდეს დავივიწყოთ ისინი, რადგან ეს იყო მსხვერპლი ჩვენი თავისუფლებისათვის. საფრანგეთი უნივერსალური ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა.

უცნობი ჯარისკაცისა საფლავი სიმბოლოა იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც იბრძოდნენ გვერდიგვერდ და დაიღუპნენ ჩვენი ღირებულებებისათვის. ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დავიცათ ის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომელიც უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებსაც, რათა მათაც ერთად დაიცვან მშვიდობა. მოდით, ერთად დავდგეთ და დავამარცხოთ ის საფრთხეები, რომელებიც შეიძლება ექმნებოდეს მომავალს: დაავადებები, შიმშილი, უთანასწორობა. ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა და ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ის! გამარჯვება შესაძლებელია! ერთად ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, ისეთი სიძლიერით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ, ყველაფრის დამარცხებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის დაპირისპირებები და ის პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და ჩვენს ღირებულებებს. ერთად ვიბრძოლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის!", - განაცხადა ტრიუმფალურ თაღთან სიტყვით მიმართვისას ემანუელ მაკრონმა.

ტრიუმფალურ თაღთან გამართული საზეიმო ღონისძიების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ემანუელ მაკრონის სახელით ელისეის სასახლეში გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42