რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ პოლიციისგან კარვების სისტემატურ შემოწმება მოითხოვა.
„დაგვადანაშაულა გუშინ კუპატაძემ, რომ კარვებში შესაძლოა, რაიმე ნივთიერება იყოს აღმოჩენილი. ამიტომ, გთავაზობთ, ყოველ ორ საათში პოლიციელებთან ერთად, თქვენი წარმომადგენელი ვიდეოს გადაიღებს, შემოწმდეს ყველა კარავი. თუ ამას მეუბნებით, ე.ი. ჩავთვლით ისე, რომ პოლიცია თვითონ აპირებს რაღაცის პროვოცირებას და რაღაცის ჩადებას კარვებში. თქვენ რომ არ დაუშვებთ პატრულის თანამშრომლები, ეგ ვიცი, მაგრამ აქ არის კრიმინალური პოლიცია, რომელიც ზეწოლაზე მოდის,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კარვის შემოწმების საჭიროება არ არსებობს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ისინი აქციის ორგანიზატორებს აცნობებენ და შემდეგ კარავს შეამოწმებენ.
მასალის გამოყენების პირობები






