მერიის საპასუხო წერილს გუშინდელ მოვლენებთან კავშირი არ აქვს - კახა კალაძე
პოლიტიკა - 17:53, 11 Nov, 2018     947

თბილისის მერი კახა კალაძე წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

„მოგესალმებით. მსურს, გამოვეხმაურო გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

პირველ რიგში, მინდა განვაცხადო,რომ ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, მთელი ჩვენი გუნდი და პირადად მეც ვარ და ვიქნები ყოველთვის.

სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის.

მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში, რეალურად მსგავსი ინტერპრეტაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

აღვნიშნავ, რომ გუშინდელი მოვლენებისას, რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ნაძვის ხის და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ ნოემბრის დასაწყისში.

ცხადია, ეს არის მტკნარი სიცრუე და თავად გამოხატვის პროცესის შეურაცხყოფა!

აქციის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც სურთ და რა ფორმითაც სურთ. ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა და ეს ოპონენტებმა კარგად იციან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზაზა სარალიძემ წერილით მიმართა დედაქალაქის მერიას, რომ აქვს სურვილი, 31 დეკემბრამდე გააგრძელოს აქციები. მე თან მაქვს ეს წერილი და გადავწყვიტე მისი გასაჯაროება. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ განცხადებისთვის სამი დღის ვადაში გაგვეცა პასუხი. შესაბამისად, მერიამ კანონით დადგენილი წესით აცნობა ზაზა სარალიძეს, რომ დეკემბრის თვეში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები.

ხაზს ვუსვამთ, რომ საუბარი იყო დეკემბრის თვეზე. აქ, წერილში პირდაპირ არის მოცემული, რომ პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს იმართება თბილისის მთავარი ნაძვისხის ანთების ცერემონია. საუბარია 15 დეკემბერზე. სხვა ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბრის ბოლო დღეებში. რადგან საუბარი იყო 15 დეკემბერზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ ამის გამო ვერ ექნებოდა მერიის წერილს გუშინდელ მოვლენებთან კავშირი.

თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მერიის პრეროგატივა არ არის ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება თუ აკრძალვა, მერიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია ამ საკითხზე, რომელსაც ორგანიზატორი გაითვალისწინებს თავისი სურვილიდან გამომდინარე.

სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ბატალიების ფონზე ხდება ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკური პროცესების ქაოსად ინტერპრეტაცია და მითუმეტეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამ მიზნებისთვის გამოყენება.

ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის უკვე სამწუხარო ტრადიციად იქცა მსგავსი ამორალური ქმედებები.

კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე ტრაგიკული მოვლენების გამო, სრულად ვიზიარებ ოჯახის ტკივილს და ვიდრე მე თბილისის მერი ვარ, პოლიტიკურ პარტიებს არ მივცემ უფლებას, გამოიყენონ ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42