მისი თქმით, ბიუჯეტში არის ფული, მაგრამ ეს ფული არ არის საქართველოს მოქალაქისთვის, ისე როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, ბიუჯეტის ფული მიმართულია მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის.
"აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას საგარანტიო ფონდი და ეს ნაბიჯი არამარტო მსოფლიო ბანკებიდან ამ ფონდში შემოიტანს საკმარის სახსრებს, რაც მთავარია გაანახევრებს იპოთეკის ხარჯებს. ეს ნორმალურია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, მეექვსე წელია, ნოლი პროცენტით იძლევა სესხებს და ჩვენს ხელისუფლებას ხელი არ გაუნძრევია, რომ ბანკებისთვის მოეტანა დამატებითი სახსრები, ჩვენ იპოთეკას გავანახევრებთ,"-ამბობს ვაშაძე.
ვაშაძის თქმით, აუცილებელია მოხდეს ნავთობპროდუქტებითა და მედიკამენტებით ვაჭრობის დემონოპოლიზება.
"თუ ფული გაქვთ ბიზნესს ვეუბნები თქვე კაი ადამიანებო, საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარეთ, თორემ მართლა ქართველი არ დარჩება ქვეყანაში,"-ამბობს ვაშაძე.
მისი თქმით, რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს ყველა საჯარო სამსახურებში, რაც რეალურად შეამცირებს სიპებსა და აიპებს, რომელთა ერთადერთი ფუნქცია, ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის აქტივის დასაქმებაა.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ექვსი წლის მანძილზე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყნის საკრედიტო ლიმიტი ამაღლებულიყო და ქვეყანაში ინვესტორები შემოსულიყო.
"სახელმწიფო ვალი უკვე 44%-ზე ავიდა. 44% ინვესტორისთვის უკვე განგაშის ზარის ჩამოკვრაა და თუ ღმერთმა დაიფაროს ლარის კურსმა ისევ გააგრძელა ვარდნა ჩვენი დოლარებში აღებული სახელმწიფო ვალი კიდევ უფრო გაზრდის პროცენტს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართერბაში, ამას ხო მოხერხება უნდოდა, ვალის გაორმაგებას, რომ გაორმაგდა ეს ვალი სად წავიდა? ჰგავს ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყანას, სადაც 72 მილიარდი დაიხარჯა?"-ამბობს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






