„დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, 11 თვეა გარეთ ვდგავართ, აქამდე მოვაწყობდით" - შვილმოკლული მამების პასუხი შს მინისტრს
პოლიტიკა - 15:00, 11 Nov, 2018     461

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას შვილმოკლული მამები პასუხობენ. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ესკალაციის მზარდ საფრთხეში თავად ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, საპროტესტო აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

„დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვდომოდა, 11 თვეა გარეთ ვდგავართ, აქამდე მოვაწყობდით და არ დაველოდებოდით ამ ნაძირალა ხელისუფლებას ამ საქმეების გაყალბება-გამოყალბებაში და ჩვენი შვილის მკვლელები თავიანთ გზაზე იქნებოდნენ გაყენებული. საპატრულო პოლიციის უფროსმა რომ განაცხადა, რაღაც საშიში ნივთიერებები შეიძლება აღმოჩნდეს კარვებშიო, შეიძლება მაგის კაბინეტში ატომური ბომბი იდოს, წავიდეთ და დავაკავოთ მაშინ, შეიძლებაზე ავაგოთ ყველაფერი? შეიძლება გახარიას კაბინეტში დევს ბომბი, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას ქვეყანაში, გამორიცხავს ვინმე? როგორც თვითონ არ გამორიცხავენ, ასევე ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს. ასე რომ, ცოტა ტვინი დაატანონ და ისეთი განცხადებები გააკეთონ, ჩვენი შვილების მკვლელები პასუხისგებაში მისცენ და აქ თუ დაგვინახავენ, მერე ილაპარაკონ რაც უნდათ,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ თუკი მათი შვილების მკვლელობებში დამნაშავეები დაისჯებიან, აქციებს შეწყვეტენ.

„მე და ბატონი ზაზა ვართ კბილებით ჩაჭიდებული, კანონით და კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ასეთი განცხადების გაკეთებას გახარიას და მის გუნდს ურჩევია, 2 ადამიანს ნუ ებრძვიან, რომლებიც სამართალს ითხოვენ და სამართლის დადგენას ცდილობენ,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42