რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების აქცია გრძელდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძესთან ერთად აქციას გააგრძელებს და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მისი თქმით გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლება შეშინებულია.
როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებმა საზოგადოებაში რომ გაჟონოს, ხელისუფლებიდან ყველას საქართველოს დატოვება მოუწევს.
„ერთი წელი გავიდა, კანონის ფარგლებში მოვითხოვთ სიმართლეს, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა, აქედან გამომდინარე, ესენი საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევენ. თემირლანის საქმემ თუ მთლიანად კი არა, ნახევარი, 50%-ით რომ გაჟონოს, რომ გასკდეს ეს საქმე, ესენი გაქცევითაც ვერ უშველიან თავს. იმდენად საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს, გაქცევითაც ვერ უშველიან თავს,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






