რუსთაველზე ღამემ ექსცესების გარეშე ჩაიარა, პარლამენტთან 17 კარავია გაშლილი
პოლიტიკა - 10:43, 11 Nov, 2018     1499

პარლამენტის შენობის წინ, შვილმოკლული მამების აქციაზე ამ დროისთვის 17 კარავია გაშლილი. არასამთავრობო ორგიანიზაციების წარმომადგენლებმა და აქციის მხარდამჭერებმა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად ღამე კარვებში გაატარეს.

ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. აქცია 11 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში განახლდება,

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, კარვების აქცია ერთგვარი პერფორმანსი იყო, რითაც ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. არასამთავრობოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ პერფორმანსმა დაადასტურა შერჩევითი სამართლის პრაქტიკა, რითაც სამართლებრივი კუთხით საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. მათი განცხადებით, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს კარვის დადგმის საშუალება მისცეს, ხოლო ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ორი თვეა ამ უფლებას უზღუდავდნენ.

10 ნოემბერს საღამოს რვა საათისთვის პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამებისადმი სოლიდარობის აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!" დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მივიდნენ და კარვების გაშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასთან.

დაპირისპირების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქციას ზაზა სარალიძის მხარდამჭერები შეუერთდნენ, პარლამენტის წინ კარვები მაინც გაიშალა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42