„მივმართავ შს სამინისტროს ხელმძღვანელობას, ნუ აძლევთ პირად შემადგენლობას ისეთ ბრძანებებს, რომლებიც არათუ უკანონო, არამედ წინააღმდეგობრივია ყველა მორალურ კატეგორიასთან“ - გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა
პოლიტიკა - 01:07, 11 Nov, 2018     1489
გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა დღეს რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და შს სამინისტროს ხელმძღვანელობას მიმართავს. გვაზავა უწყებას მოუწოდებს, ნუ აძლევენ პირად შემადგენლობას ისეთ ბრძანებებს, რომელიც, მისი თქმით, აზარალებს პოლიციის იმიჯს და მათ კარიერულ წინსვლას.

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" და პირადად მე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა მივმართავ შს სამინისტროს ხელმძღვანელობას - ნუ აძლევთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას ისეთ ბრძანებებს, რომლებიც არათუ უკანონო და დანაშაულებრივია, არამედ წინააღმდეგობაშია ყველა მორალურ კატეგორიასთან. ამ ბრძანებების შესრულება აზარალებს როგორც პოლიციის იმიჯს, ასევე პოლიციის ოფიცრების კარიერულ წინსვლას.

ამავე დროს, მე მაინც მჯერა შს სამინისტროს პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმის, მჯერა, რომ იმოქმედებენ მხოლოდ კანონის ფარგლებში.

პირადად მე, მიმაჩნია, რომ ის რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, არის ღია ბრძოლა შვილმოკლული მამის - ზაზა სარალიძის მიმართ.

ჩვენ გადავიტანეთ და დღესაც ვიტანთ უკანონო დევნას, შევიწროებას, აკრძალვებს და კრიმინალის რევანშს - ნებადართულს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ამ განუკითხაობის აღკვეთაზე და სამართლის აღსრულებაზე კი არ ზრუნავს, არამედ შვილმოკლული მამის დევნით არის დაკავებული.

არსებობს ზღვარი - გირჩევთ ნუ გადახვალთ ამ ზღვარს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42