„ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან... აქედან ვერ გამიყვანენ, მაშინ დამხვრიტონ აქ“ - ზაზ სარალიძე
პოლიტიკა - 00:09, 11 Nov, 2018     1077
ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს საღამოს აქციიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციას კვლავ შეუერთდა. „ვბრუნდები აქციაზე, მით უმეტეს, მალხაზი ჩამოსულა, აუცილებლად ვბრუნდები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, არ შეწყვეტს ბრძოლას მანამდე, სანამ მისი შვილის მკვლელი დასჯილი არ იქნება.

„ყველა პოლიციელი ვინც ჩვენზე გამოირია არიან მკვლელები, ვიბრძოლებ ბოლომდე. მთელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი ოჯახის განადგურება. სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, აქედან ვერ გმიყვანენ. მაშინ დამხვრიტონ აქ“ -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

რამდენიმე საათის წინ, პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რისი მიზეზიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიტანილი კარვების წაღება გახდა.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მაინც მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. იქ იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ შვილმოკლულ მამებს ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ადგილზე მივიდა პრეზიდენტის მრჩეველიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42