"ამ ქალაქში არ დადის თბილისელი, რომელიც იტყვის, მოდი, ახლა მე დამითმე, ჩემს ბავშვს გავახარებ და ზაზას სარალიძე წავიდეს სადღაც" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 21:38, 10 Nov, 2018     1484
გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს მიმართავს, ნუ შეასრულებენ უკანონო დავალებებს, რომელსაც აგონიაში მყოფი ხელმძღვანელები ავალებენ. გიგი უგულავას განცხადებით, შემდეგ ამ პოლიციელებს გაუჭირდებათ ადამიანის უფლებების დაცვა.

„მე მინდა, რიგით პოლიციელებს ვუთხრა, ეს არ არის რიგითი შემთხვევა, თქვენ არღვევთ კანონს და რაც მთავარია, ამის შემდეგ თქვენ გაგიჭირდებათ ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დაცვა. თქვენ, უბრალოდ, აღარ გამოდგებით პოლიციაში მსახურებისთვის. ამიტომ დაუფიქრდით, რას აკეთებთ იმიტომ, რომ შეიძლება, დავალება ათასნაირი მოგცეთ ხელმძღვანელმა, რომელიც ახლა აგონიაშია და ათას სისულელეს აკეთებს,“ - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავამ თბილისის მერსაც მიმართა. ის ამბობს, რომ კახა კალაძე ვერ მოძებნის, თუნდაც, ერთ ადამიანს თბილისში, ვინც იტყვის, რომ ზაზა სარალიძე უნდა წავიდეს რუსთაველის გამზირიდან, რათა თავისი შვილის მიიყვანოს ნაძვის ხესთან.

„მისი საქმე არ არის ის, რაშიც არის ჩარეული. არ დადის ამ ქალაქში ადამიანი, რომელიც ზაზა სარალიძის ტკივილს არ გაიზიარებს. ეს ტკივილი და სიხარული ერთმანეთს არ უშლის ხელს. ამ ქალაქში არ დადის თბილისელი, რომელიც იტყვის, მოდი, ახლა მე დამითმე, ჩემს ბავშვს გავახარებ და ზაზას სარალიძე წავიდეს, სადღაც შეიჩურთოს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ რუსთავი2-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. სამართალდამცავებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42