"სახელმწიფო ებრძვის არა მხოლოდ ზაზა სარალიძეს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მის გვერდზე დადგეს"
პოლიტიკა - 20:48, 10 Nov, 2018     1054
რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე კარვის განთავსება შეძლეს.


როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სულხან სალაძე, აცხადებს, ის კოლეგებთან ერთად აპირებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში დარჩეს რუსთაველის გამზირზე და ამ ფორმით გამოხატოს შვილმოკლული მამების მიმართ სოლიდარობა.

„ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი ღონისძიებაა ჩვენი მხრიდან. იმედია, რომ ამ პროცესს არ შეუშლიან ხელს ამის შემდეგ. ამატებენ კარვებს ჩვენი კოლეგები. ვაპირებთ, რომ მთელი ღამე ვიყოთ აქ და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფორმით მესამე სექტორი გამოხატავს სოლიდარობას შვილმოკლული მამების მიმართ, რომ ისინი არ არიან მარტო.

შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე იმყოფება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაურიც:

მას სამართალდამცავებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. გიგაური ამბობს, რომ არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც კარვების გაშლას აკრძალავს.

„ისინი არღვევდნენ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ცხადია, ისინი იღებენ უკანონო ბრძანებებს და ამ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ,“ - ამბობს გიგაური.

ეკა გიგაურის განცხადებით, სამართალდამცავები კანონდარღვევით მოქმედებენ.

„ისინი არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ მშვიდობიანად გამოგვეხატა ჩვენი აზრი და გაგვეშალა კარვები, რაც არის ჩვენთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ებრძვის არა მხოლოდ ზაზა სარალიძეს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მის გვერდზე დადგეს,“ - განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, თუ არ უნდა მთავრობას, რომ საახალწლოდ კარვები იყოს პარლამენტის წინ, უნდა გამოძიონ ხორავას ქუჩის საქმე.

„თუ სახელმწიფოს და მთავრობას არ უნდა, რომ აქ იყოს კარავი და არ უნდა, რომ აქ იდგეს ზაზა სარალიძე, ამ შემთხვევაში, მისი დარღვეული უფლებები მათ უნდა აღადგინონ და დასაჯონ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო მისი შვილის მკვლელობაში და ასევე გავლენას ახდენდა გამოძიებაზე.“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42