მიხეილ სააკაშვილის განცხადება აგვისტოს ომზე, რომელიც "ოცნებამ" ფეიკ-ნიუსად აქცია
პოლიტიკა - 15:35, 10 Nov, 2018     691

ქართული ოცნება და მათ მიერ კონტროლირებადი მედია მიხეილ სააკაშვილის მიერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ფრაგმენტს ავრცელებს, სადაც მესამე პრეზიდენტი საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ საუბრობს. ოპოზიციის განცხადებით, მთლიანი გამოსვლიდან კონტექსტის გარეშე ამოგლეჯილი ფრაზის გავრცელებით, მმართველი გუნდი თავისი კანდიდატის მოღალატეობრივი განცხადებების „გაპრავებას“ ცდილობს:

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საკმაოდ ვრცელია. ის 4-საათიან ჩანაწერში დეტალურად საუბრობს, როგორც ომის პერიოდზე, ასევე წინა პერიოდზეც. ის საუბრობს იმაზე, თუ რა ხდებოდა ცხინვალში ომის დაწყებამდე.

„მთავარი კითხვა, რომელიც დღეს აწუხებს საერთაშორისო საზოგადოებას, არის ის, განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აეღო კონტროლი ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის იმ ადგილებზე, როლებსაც ჩვენ მანამდე ვერ ვაკონტროლებდით. ეს კითხვა იცით, რომ დებატების ცენტრალურ კითხვად არის ქცეული. მნიშვნელოვნად იმ მრავალმილიონიანი კამპანიის შედეგად, ასობით მილიონს ხარჯავს ჩვენი მოწინააღმდეგე იმისთვის, რომ, თუ მისი როლი არ გათეთრდება და არ გათეთრდების ყორანი ნამდვილად, მაქსიმალურად საქართველო გააშავოს ან შექმნას ბუნდოვანი ფერები, რომ ვერ გაერკვეს ადამიანი, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. ამისთვის ხდება დიდი საინფორმაციო კამპანიების წარმოება. როგორც ჩვენ დავინახეთ, სხვადასხვა ხალხის მოსყიდვა იმისთვის, რომ ილაპარაკონ სიცრუე. არც მე და არც მთავრობის სხვა წევრებს არასდროს საპირისპირო იმისა არ გვითქვამს იმიტომ, რომ საკითხი დგას, რომ, თითქოს, ჩვენ ამას უარყოფთ. მინდა, გითხრათ, ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლის ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ-ოსეთის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ღიად ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიღებდა ნებისმიერი ერის და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების უსაფრთხოებისა დასაცავად. ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორ მთავარი გარემოების გამო: პირველი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ათასობით სამხედრო იყო მოყენებული საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან და ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ, სადაზვერვო მონაცემების მიღება, რომ მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა. ეს ფაქტი მოგვიანებით დაადასტურეს მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა. გამოქვეყნებულია სატელეფონო გადაჭერები. შესწავლილია ბევრი მასალა, მოპოვებული ინტერნეტიდან, ღია წყაროებიდან და სადაზვერვო წყაროებიდან. თუმცა, მინდა ვთქვა რომ ღია წყაროებიდან ინფორმაცია ისეთივე დამაჯერებელია, როგორც სადაზვერვო ინფორმაცია, შეიძლება, უფრო მეტადაც და ამ დროს შემოსვლის ფაქტი საქართველოში სამხედრო ძალით ვერ უარყო და არ უარყო თავად რუსეთის ფედერაციამაც.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42