გოგა ხაინდრავას პრემიერის განკარგულებით 0,5 მილიონი კვ.მ ტერიტორია გადაეცა - „ოცნების“ მთავარ იდეოლოგს ბიუჯეტის ვალი 3 მლნ ლარი აქვს (ვიდეო)
პოლიტიკა - 18:48, 10 Nov, 2018     5264

3 760 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება, რომელსაც გოგა ხაინდრავა არ იხდის - ქართული ოცნების მთავარმა იდეოლოგმა ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეჟისორობიდან ბიზნესში გადაინაცვლა. მის კომპანიას - მიწადმოქმედთა ერთობას 2014 წელს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.

ღარიბაშვილის განკარგულებაში წერია, რომ მიზერულ ფასად მიწის შემდეგ ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი. თუმცა, 150-ის ნაცვლად, ადგილზე ჩასულ კურიერის გადამღებ ჯგუფს მხოლოდ ორი ძროხა დახვდა. სად არის ხელშეკრულებით ნაკისრი დანარჩენი 148 მსხვილფეხა პირუტყვი, ამ კითხვამ ხაინდრავა იმდენად გააღიზიანა, რომ დახმარების თხოვნით საპატრულო პოლიციას მიმართა.

ძროხების მოშენება ერთადერთი ვალდებულება არ არის, რომელიც ხაინდრავამ სახელმწიფოს წინაშე აიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირობა არ შეასრულა, ჯამში შეთანხმების დარღვევის გამო, ხაინდრავას ბიუჯეტის წინაშე უკვე სამ მილიონზე მეტი დავალიანება აქვს. ფულს არ იხდის და კურიერის ინფორმაციით, ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.

ეკონომიკის სამინისტრომ გოგა ხაინდრავას დავალიანებაზე სატელევიზიო განმარტებების გაკეთება არ ისურვა, თუმცა, კურიერისთვის გამოგზავნილ წერილში ადასტურებს, რომ ხაინდრავას სახელმწიფო ვალი აქვს სამი მილიონი, არ შეუსრულებია საინვესტიციო ვალდებულები და ქონების მართვის სააგენტოში არ წარუდგენია ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტები. ახლა კი სამი მილიონი ლარის ჩამოწერას ითხოვს და სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის გადახედვის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს ორჯერ მიმართა.

2 ძროხა, რამდენიმე სკა და მიწებთან ერთად და მშენებარე სახლები - ასე გამოიყურება ხაინდრავას მიერ დაპატრონებული ტერიტორია თეთრიწყაროში მაშინ, როდესაც მას იქ წალკოტი უნდა გაეშენებინა.

გოგა ხაინდრავას კომპანიასა და სამ მილიონიან დავალიანებაზე კითხვას გაექცა ფინანსთა მინისტრიც. ის რუსთავი2-ს დაემალა.


წყარო რუსთავი2







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42