„აპელაციაში სასამართლო პროცესები გრძელდება, გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს გამოძიება.მას შემდგომ, რაც ძირითადი საქმე წავიდა სასამართლოში, რამდენიმე ღონისძიება უკვე ჩავატარეთ დარწმუნებული ვარ, ამ ორი მიმართულებით, აპელაციისა და გამოძიების მიმართულებით გამოყოფილი საქმის ჭეშმარიტება დადგენილი იქნება სწორედ იმ ზომითა და ხარისხით, რომლიც დამაკმაყოფილებელი იქნება საქმეში მონაწილე ყველა მხარისთვის.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრი შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა. გახარიას თქმით, უწყება პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად ასრულებენ მოქალაქეების დაცვის ფუნქციას:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ძირითად ფუნქციას - მოქალაქეების დაცვას", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






