-წლის პროფესიული განათლების სტუდენტი- თამარ გოგრიჭიანი
-წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი - ია მოსაშვილი
-წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი"
-წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი - "საქართველოს რკინიგზა"
გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შექმნილი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან გერმანიაში, სადაც გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას თავიანთ სპეციალობაში და დაესწრებიან ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს პროფესიული განათლების გამოფენას - Didacta, the Education Trade Fair.
გალა დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსი, განათლების სფეროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზებაა. გალა დაჯილდოების ცერემონიალით პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა, რომელიც ოფიციალურად 5 ნოემბერს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციით - "ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში" გაიხსნა.
კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ათმა პროფესიულმა სასწავლებელმა უმასპინძლა ღია კარის დღეებს, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი 51 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო" ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. ღონისძიების გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
მასალის გამოყენების პირობები






