„დაიწყო ფეიქ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება. მთელი განცხადება არის იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები და როგორ არ იყო გამოსავალი, ხალხი ბნელი არაა და ყველა კარგად მოისმენს ვინ რას ამბობს. რატომ აკეთებენ ამას, იმიტომ რომ უნდათ თავისი გადამალული კანდიდატი „გააპრავონ“ რამენაირად. ერთადერთდი ადამიანი, რომლის განცხადებები გამოყენებული აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში, არის სალომე ზურაბიშვილი! რაც არ უნდა ატყუოთ ადამიანები, მილიონმა ადამიანმა უკვე გაგცათ პასუხი!. ეს არ „პრავდება“. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომლის სიტყვებიც მტერს აქვს გამოყენებული სასამართლოში. მეორე მხრივ არის გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ისტორიული ბრძოლა მოიგო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მხრივ. არჩევანი არის მარტივი, ვირჩევთ მოღალატეს თუ ვურჩევთ ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო.“- გაანცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






