სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ დიპლომატებთან მუშაობა.
"მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე. ეს იყო 2004 წელს, რითაც მე ძალიან ვამაყობ. ეს პირველი ნიშანიასაქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა. მნიშვნლოვანია ის, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენადსაჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა. მინდა ყველა დიპლომატს მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებამათთან თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის. მინდა გავიხსენო, რომ ამ წელს ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 100 წელს, რაც ამავდროულად დიპლომატიის 100 წელს ნიშნავს. ჩვენ გვყავდა პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი- აკაკი ჩხენკელი და დღეს უნდაგავიხსენოთ ეს დიდი დიპლომატები, რომლებიც ქვეყნის სამსახურში იყვნენ და შეძლეს ის ყველაფერი, რაც დიპლომატიას შეეძლო", - განაცხადასალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






