ჰელსინკში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა - „ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი“. რასა იუკნევიჩენე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს აკვირდებოდა.
აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციის რიგებში შეფასება მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთლი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანგელა მერკელის ის განცხადება, რომელშიც კანცლერი საუბრობდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ.
„არჩევნები არის ხელისუფლების შეცვლის და არა შენარჩუნების საშუალება. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ანგელა მერკელის გზავნილი. როცა ის აქ იყო, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ და მან ეს გაიმეორა კიდეც გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე. საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ხელშია კონცენტრირებული უდიდესი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინების, მოსყიდვის ყველა მექანიზმი, არჩევნებს მაინც აქვს ძალა, მაინც აქვს შესაძლებლობა და ხალხი მაინც აკეთებს იმას რაც მას სურს,“-განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






