„მოსახლეობა 2018 წელს გაისტუმრებს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს არანორმალურად ბევრი ფული და რომელიც არ ერიდება ამ ფულის საარჩევნო პროცესში გამოყენებას“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 18:34, 09 Nov, 2018     1134

ჰელსინკში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა - „ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი“. რასა იუკნევიჩენე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს აკვირდებოდა.

აღნიშნულ განცხადებას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აფასებს. ვაშაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის აკეთებენ სწორ, მყარ არჩევანს და ეუბნებიან უარს ხელისუფლებებს, რომლებიც დროა რომ გაისტუმრონ.

„არ ვიცი რა დამატებითი კომენტარი სჭირდება ფრაზას, რომ "ყველაფერს ფულით ვერ იყიდი," მაგრამ ვამბობდი, ვამბობ და ვიმეორებ, რომ საქართველოს მოქალაქეს ძალიან საღი, მყარი და დემოკრატიულად გამართული პოზიცია აქვს. 2003 წელს გაისტუმრა ხელისუფლება, რომელიც კორუმპირებული ჩინოვნიკები და მათთან შეზრდილი კრიმინალებით იყო დაკომპლექტებული. 2012 წელს გაისტუმრა ხელისუფლება, რომლის შეცდომებითაც უკმაყოფილო იყო და რომელიც იყო იდეოლოგიურად მძლავრი და სრული კონტროლის მფლობელი სახელმწიფო აპარატზე და 2018 წელს გაისტუმრებს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს არანორმალურად ბევრი ფული და რომელიც არ ერიდება ამ ფულის საარჩევნო პროცესში გამოყენებას. წაგებული არ დარჩება არავინ. დემოკრატია არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ყველა ამოცანას რაც არ უნდა იყოს ეს ევროპული ინტეგრაცია, ატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური თანასწორობა, პოლიტიკური სამართლიანობა, ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ საზოგადოებაში იქნება სრულფასოვანი და გამართული დემოკრატია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42