გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სოციალურად დაუცველებისთვის საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ
პოლიტიკა - 14:30, 09 Nov, 2018     864

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ სოციალური მიმართულების წევრები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებისთვის, საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე, თეონა ჭალიძემ და სერგო ჩიხლაძემ, ჯანდაცვის სამინისროდან პასუხად მიღებული დოკუმენტი გაასაჯაროვეს, სადაც მსგავსი ცვლილებების განხორციელებაზე უწყების მხრიდან უარი გაცხადებული.

„უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მიმართვისას, ვითხოვდით სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებისთვის, საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლების გადახედვას. შემუშავებული გვქონდა კონკრეტული ინივიატივებიც. ჩვენი მრავალგზის მცდელობის შემდეგ, უწყებიდან მივიღეთ წერილობითი პასუხი, სადაც ჯანდაცვის მინისტრი გვეუბნება, რომ ,,მსგავსი ცვლილებების ინიცირება, ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსს“. „ - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

როგორც „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, 2017 წლის 18 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოპოზიციამ, ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა საარჩევნო კოდექსთან შეუსაბამობის გამო.

„აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, ეს ინიციატივები გაითვალისწინა მხოლოდ 2018 წლის არჩევნების წინა პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, 2017 წლის მაისში, ხაზს უსვამდა, რომ მსგავსი ინიციატივები არ ექვემდებარება განხილვას, რადგანაც წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას. მე მიჩნდება კითხვა, თუ ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს, შეუძლებელი იყო არნიშნული ინიციატივების განხორციელება, რატომ გახდა მათი მიღება შესაძლებელი მხოლოდ ახლა?! პასუხი ნათელია, „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ, ამომრჩევლების გულის მოსაგებად იტყვის ყველაფერს, რაც სხვა დაპირებებივით, მხოლოდ დაპირებად დარჩება. რეალურად, კი მათ ადამიანების ბედი არ აღელვებთ“- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42