გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ შს სამინისტრო ე.წ. ძველ ბიჭებთან ურთიერთობს და ამ გზით ცდილობს საარჩევნო ხმების მოძიებას:
„სამეგრელოში ძალოვანი სტრუქტურები სრულად არის მობილიზებული, ლამის ქუთაისამდე ჩადის შინაგან საქმეთა მინისტრი და თავისი მოადგილე დატოვებული ჰყავს მუდმივად იქ და რას აკეთებს? შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთობს ძველ ბიჭებთან იმისთვის, რომ ხმები მოიძოს. ვერ უშველის ამ ადამიანებს ეს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მერე ჩვენ გვიკავშირდება, ვისაც ისინი აშინებენ. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ უარესს შვებიან, იმიტომ, რომ საზოგადოებაში ეს გაღიზიანებას იწვევს და უფრო მეტად ხდება ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






