გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენის მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
„უკვე დადასტურებულად ცნობილი გახდა, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლის და წნეხის მოხდენას ამომრჩეველზე იმისთვის, რომ მობილიზება მოახდინონ.
ეს მათ არ უშველით, უკვე კონტრმექანიზმებზე ვმსჯელობთ და ამას ყოველთვის ვუპირისპირებთ სრულად ახლებურ მიდგომებს იმისთვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






