ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.
მისი თქმით, ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს და მიზეზად კანონმდებლობასთან შეუსაბამობა დაუსახელეს. მედიის წარ,მომადგენელი აღნიშნავს, რომ მას საბუთები სრულ წესრიგში ჰქონდა და საქართველოში მანამდეც არაერთხელ ჩამოსულა.
ასლანბეკ დადაევი აღნიშნავს, რომ წინა ვიზიტისას მან მალხაზ მაჩალიკაშვილთან ჩაწერა ინტერვიუ. იმყოფებოდა პანკისშიც, სადაც უთვალთვალებდნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ორი თვის წინ ჩამოვედი საქართველოში სამუშაოდ, ბინა ვიქირავე, სადაც ვცხოვრობდი, შემდეგ დავბრუნდი ჩეჩნეთში და ორი კვირის წინ ისევ საქართველოში გამოვემგზავრე, თუმცა არ შემომიშვეს, გუშინ კი ხელახლა ვცადე. საქართველოს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადმომცეს ოფიციალური საბუთი, სადაც ეწერა, რომ არ მაძლევდნენ ქვეყანაში შესვლის უფლებას, მიზეზად კი ნათქვამი იყო საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა.
ჩრდილოეთ კავკასიის თემაზე ვმუშაობ ჩეჩნების საკითხებზე და სხვა ნებისმიერ საკითხზეც, რომელიც ამ თემას ეხება, არ ვიცი რა არ მოექონათ.
საქართველოში ყოფნისას ინტერვიუ ჩავწერე მაჩალიკაშვილთან, რომელიც თბილისში აქციებს მართავს. ასევე პანკისში ჩავწერე ადგილობრივებთან. პანკისში ვიცი რომ ჩემს ავტომობილს უთვალთვალებდნენ. სულ თან დამყვებოდნენ და ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ესენი იყვნენ უსაფრთხოების ან სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები,“-განაცხადა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას რადიო ”თავისუფლების” ჟურნალისტმა ასლანბეკ დადაევმა.
შსს-ში კი განმარტეს, რომ დადაევს საქართველოში შემოსვლაზე უარი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის მიხედვით ეთქვა.
მასალის გამოყენების პირობები






