როგორც გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელომა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მათ აქვთ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებითაა დაკავებული.
ჩვენ მიერ გამოვლენილა კიდევე ერთი დანაშაულებრივი ქმედება დამარცხებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც არჩევნების გაყალბების მიზნით ახორციელებს. ამ შემთხვევაში სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებულია შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს, ჩვენი ინფორმაციით სუს-ში წაიღეს მაქინაციების ჩასატარებლად. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო, ფოტომასალა იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილია სამაგიდო სიები, მაგალითად კრწანისის საარჩევნო ოლქში. ჩვენ აღვკვეთთ არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლო მექანიზმს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ სისტემას და გვაქვს ყველა მექანიზმი, რომ მსგავსი სისხლის სამართლის დანაშაულებები გამოვავლინოთ. “- განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ დანაშაულზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს. ცესკომ კი უნდა გადააყენოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ვინც "ამ მაქინაციას და კანონდარღვევას" სჩადიან.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას სამაგიდო სიების გახსნა იმისტვის სჭირდება, რომ ამომრჩეველზე ზეგავლენა მოახდინოს.
"ქართულმა ოცნებამ“ სამაგიდო სიები სუს-ში მიიტანა, რათა ცდილობს, დაადგინოს ის ადამიანები, ვინც არ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, რომე მეორე ტურის დღეს მათი ხმებით მანიპულაცია მოახდინონ. მივმართავ "ოცნების" საარჩევნო შტაბს, ცესკოს, რომელიც შტაბის ნაწილად არიქ ქცეული, რომ არ გამოგივათ. ჩვენ თქვენი ყველა ნაბიჯი დეტალურად ვიცით. მათ შორის თქვენი შტაბიდან გვაწვდიან იმფორმაციას, რა უკანონობასაც ჩადიხართ. მინდა მივმართო სუს-ს, თქვენ ხართ პოლიტიკური პოლიცია და აუცილებლად გაუქმდებით ამ არჩევნების შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდეთ, არჩევნების გაყალბებაში ხართ ჩართულნი "ოცნების" და პირდაპირ ივანიშვილის დავალებით"- თქვა ვაშაძემ.
ოპოზიცია ყველა მტკიცებულებას ცესკოში მიიტანს და რეაგირებას მოსთხოვს კომისიას.
მასალის გამოყენების პირობები






