"ვამაყობ ქართველი ხალხით... ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი" - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 12:11, 08 Nov, 2018     1087
ჰელსინკში მიმდინარე "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე, IPP-ის პრეზიდენტმა გრიგოლ ვაშაძეს წარმატებები უსურვა. საქართველოზე ისაუბრა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა რასა იუკნევიჩენემ, რომელიც არჩევნების პირველ ტურზე საქართველოში დამკვირვებლად იმყოფებოდა. "კურიერთან" ინტერვიუში მან ისაუბრა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და თავდასხმებზე არასამთავრობო სექტორზე. მისი თქმით ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება.


„ვამაყობ ქართველი ხალხით, რადგან დავინახე რომ მათ აქვთ უზარმაზარი სურვილი, თავიანთი ქვეყანა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის იყოს. როდესაც ისინი მოდიოდნენ უბნებზე, მივხვდი რომ საქართველოს კარგი მომავალი აქვს. ასევე ვნახე რომ დემოკრატია სხვადასხვაგვარად ესმით. ვნახე ხალხი, ვისაც სურს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება. მეორეს მხრივ ვნახეთ როგორ იყენებდნენ დიდძალ ადმინისტრაციულ რესურს, როგორ ცდილობდნენ ენჯეოებზე თავდასხმას. მედია პოლარიზებულია და მის მიმართ პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, სადაც ვყოფილვარ. მინახავს როგორ ცდილობენ დემოკრატიის გაგების შეცვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ყველაფერს ჩვენ ვიღებთ. ეს არ არის დემოკრატია. ჩვენ ახლა ფინეთში ვართ და ევროპის ეს მხარე კარგი მაგალითია გავიგოთ რა და როგორ ხდება. რადგან მათაც გამოიარეს პოსტსაბჭოთა პერიოდი. ოპოზიციიდან არჩეული კანდიდატიც ხალხის მიერაა არჩეული და სწორედ ძალაუფლების გადანაწილებაშიადემოკრატია,“-განაცხადა რასა იუკნევიჩენემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42