თავდაცვის სამინისტრო ონლაინ ტესტირების გზით კონკურსს ატარებს
პოლიტიკა - 19:08, 07 Nov, 2018     803

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ონლაინ ტესტირების გზით, მისამართზე - testebi.mod.gov.ge, ატარებს კონკურსს სამხედრო ისტორიის საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში.


პროექტის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის პოპულარიზაცია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს კონკურსისთვის რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართზე testebi.mod.gov.ge განთავსებული აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ.


ტესტები 90 საკითხს მოიცავს და 5 კატეგორიად იყოფა: სამხედრო ისტორია - 20 საკითხი; საერთაშორისო თანამშრომლობა - 20 საკითხი; თანამედროვე გამოწვევები - 15 საკითხი; სამხედრო სამსახური - 20 საკითხი; დროშები, სამხრეები და ტაქტიკური ნიშნები - 15 საკითხი.


საუკეთესო ათი მონაწილისთვის თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ განკუთვნილია „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი“; გენერალ გიორგი მაზნიაშვილის „ჩემი მოგონებები“ და გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის „სამხედრო სკოლა“. ამასთან ერთად, მესამე საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე კომპანია „Time Georgia“-სგან ჯილდოდ Casio G-shock-ის საათს, მეორე საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე - სამხედრო ზურგჩანთას და მათარას, ხოლო პირველ საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ Lenovo-ს ნოუთბუქს მიიღებს.


საკონკურსო შედეგად ჩაითვლება მხოლოდ პირველი ცდით ტესტების ყველა კატეგორიაში მიღწეული ჯამური შედეგი. შედეგები გამოითვლება ტესტირებაში მიღებული სწორი პასუხების რაოდენობისა და ტესტების შესრულებაში დახარჯული დროის მიხედვით. ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ ერთნაირი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, უპირატესობა მას მიენიჭება, ვინც უფრო ადრე დაიწყო ტესტების შესრულება. ტესტების შესრულების შეწყვეტის შემთხვევაში, აპლიკაციაში სარეგისტრაციო მონაცემების ხელახალი შეყვანით, კონკურსის ვადის ამოწურვამდე, თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ ტესტების შესრულების გაგრძელებას. საკითხზე პასუხის დაფიქსირების შემდეგ, მომდევნო საკითხზე გადასვლამდე დახარჯული დრო და ტესტების ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადასვლის დრო არ აისახება ტესტების შესრულების დროზე. ტესტების ყველა კატეგორიაში მოცემულ საკითხებზე პასუხების გაცემის შემდეგ, აპლიკაციაში იხილავთ ტესტების სრული შედეგის ბმულს, რომელიც პირველი ცდით შესრულებული ტესტების შედეგს ასახავს. თქვენ შეგიძლიათ როგორც ტესტების სრული შედეგის, ისე, ტესტების კატეგორიების მიხედვით მიღწეული შედეგების „ფეისბუქზე“ გაზიარება.


კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 7 ნოემბერიდან 28 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულების სია 2019 წლის იანვარში თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა (mod.gov.ge) და თავდაცვის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე (facebook.com/mod.gov.ge) გამოქვეყნდება. გამარჯვებულთა დაჯილდოება ამავე თვეს, თავდაცვის სამინისტროში შედგება.


კონკურსის ორგანიზატორთა რჩევაა, კონკურსში მონაწილეობამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mod.gov.ge) და საქართველოს სამხედრო ისტორიის პორტალზე (history.mod.gov.ge) განთავსებული ინფორმაციის გაცნობა, რომელიც კონკურსის მონაწილეებს წარმატებული შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ.


დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ მისამართზე ✉ pr@mod.gov.ge, თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე ან მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე ☏ 2 91 04 21.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42