„რა თქმა უნდა, საქართველო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა გახდა. თუმცა მთავარი თავისუფლებები შენარჩუნებულია. ივანიშვილი და მისი ე.წ ქართული ოცნება ჩუტყვავილას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ხომ იცით რა არის ჩუტყვავილა? ამით ბავშვობაში ავადმყოფობენ და პირველი სამი დღის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსზე ზემოთ ადის, იწყება რეაბილიტაციის პროცესი. ახლა ჩვენ ივანიშვილს ვებრძვით როგორც ჩუტყვავილას. არ ვაპირებ პუტინთან შეხვედრას, რადგან ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არ ვიცი როგორი იქნება კრემლის რეაქცია. ჩვენ ახლა თქვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ. საქართველომ თავისი დამოუკიდებლობით რუსეთს კავკასიაში სტრატეგიული როლი წაართვა. რუსეთი კი მის დასაბრუნებლად იბრძვის. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ოკუპირებული რეგიონები რუსეთის პრობლემას ვერ წყვეტს. ის წააგავს ჩემოდანს სახელურის გარეშე, რომელსაც ვერც გადააგდებ, რადგან შეგრცხვება, და ვერ წასაღებად გამოიყენებ“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძის თქით, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს მომავლის შესახებ:
„ეს არ არის რიგითი საპრეზიდენტო არჩევნები. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებია. ეს არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის მომავლის შესახებ, რაც ყველას ესმის. როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ ამ არჩევნებში, არამედ ჩვენ გავიმარჯვებთ რეფერენდუმში საპარლამენტო არჩევნების ზღურბლზე. ესეც ყველას ესმის. მეორე რიგში, ვიტყოდი იმას, რომ სრული სისულელეა ის, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი უფლებამოსილება. უკაცრავად, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაც თავისთავად სულაც არ არის ურიგო.“- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






