„გაუფრთხილდი შენს უბანს“ კამპანიის ფარგლებში, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში მარადმწვანე ხეები დაირგო
პოლიტიკა - 16:22, 07 Nov, 2018     447

ისნის რაიონის გამგეობა კამპანიას - „გაუფრთხილდი შენს უბანს“ განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. ნავთლუღში, არტურ ლაისტის ქუჩაზე N3, N5, N7 და N9 კორპუსების მიმდებარედ, 4 200 კვ.მ ფართობზე 75 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო.

აქციაში მონაწილეობა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რისთვისაც ჩვენს მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, გამწვანების მორიგი აქცია ჩავატარეთ. ამჯერად, არტურ ლაისტის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარადმწვანე ხეები დავრგეთ. მოვუწოდებთ მათ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოზე. ამ მიმართულებით, სამომავლოდ, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გავმართავთ, რათა მოსახლეობაში, საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვის სურვილი გავაჩინოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობა გამწვანებული ტერიტორიის კეთილმოწყობასაც გეგმავს. კერძოდ, არტურ ლაისტის სახელობის სკვერში სპორტული მოედანი მოეწყობა, დაიდგმება საბაღე სკამები და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

„გაუფრთხილდი შენს უბანს“ მიზანი რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებაა.

კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42