დავითაია ამბობს, რომ 2007 წელს ოპოზიციამ მთავარ მოთხოვნას მიაღწია, როცა მიხეილ სააკაშვილი გადადგა.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე „ნიუპოსტთან“ აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებს იმეორებს, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს.
"11 წლის წინ, ოპოზიციამ ძალიან დიდ გამარჯვებას მიაღწია. მთავარი მოთხოვნა, გადამდგარიყო მაშინდელი პრეზიდენტი შესრულდა. რა თქმა უნდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა, თუმცა ამ მოვლენებით გარკვეული დასკვნები გამოიტანა, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, არა საბოლოო დასკვნები. მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ქმედება 2007 წელს იყო ძალიან სწორი. ეს ბრძოლა დამთავრდა ოპოზიციის გამარჯვებით. ახლა კი დგას საკითხი, თუ რა დასკვნები გამოიტანა დღევანდელმა ხელისუფლებამ - დასკვნები მან გამოიტანა მაშინ, როცა ხალხისგან მიიღო სილა, როცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა.
"ქართული ოცნების" მმართველობას თუ გადავხედავთ, ის ძალიან ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო წლებს.
ორივე ხელისუფლებას მოსახლეობამ უთხრა უარი, მაშინ თუ დემონსტრაციები გახდა საჭირო დღეს გავიზარდეთ და არჩევნების გზით გვიწევს ხელისუფლებისთვის სილის გაწვნა.
თუ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაითავისა, რა შეიძლება მოჰყვეს ხალხის აღშფოთებას, მას იგივე ბედი ელის, რაც დაემართა "ნაციონალურ მოძრაობას". "ქართული ოცნება" დაამთავრებს ძალიან ცუდად, რადგან ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება მას.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს. ფაქტი ერთია, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ივანიშვილის გუნდის მმართველობით"- აღნიშნა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






