"ქართველმა ხალხმა აპატია წინა ხელისუფლებას, რადგან თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველაფერი, მაშინ ახალი, უფრო სასტიკი 7 ნოემბერი იქნება"- ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 15:05, 07 Nov, 2018     2007
7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა - „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ხალხმა წინა ხელისუფლებას აპატია 7 ნოემბერი და ეს ჩანს არჩევნების შედეგით:

„ვთქვი ასეთი რამ, რომ ქართველი ხალხი ამ დანაშაულს მიხეილ სააკაშვილს არ აპატიებს, მაგრამ მე შევცდი, იმიტომ, რომ ყოველთვის როცა ლაპარაკობ ხალხის სახელით, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან ამ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ... როდესაც სხვა ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ექვის წელია ხელისუფლებაშია, რომელმაც ვერაფერი გააკეთა, გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს ცხრა წელზე, ხალხი ეუბნება მშია და ეს ამბობს ცხრა წელი, კაცი ეუბნება შვილი მომიკლეს და ხელისუფლება ეუბნება არ შეადარო გირგვლიანის საქმესო, რატომ არ უნდა შევადაროთ? იქაც და აქაც ხელისუფლება იყო ჩარეული და აქ სუბელიანის ხელისუფლებაა ჩარეული“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი თვლის, რომ მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, 7 ნოემბრის მოვლენებთან ბიძინა ივანიშვილის კავშირია:

"7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოარკვია "ქართულმა ოცნებამ" იმ უბრალო მიზეზის გამო, მან გადასარევად იცის, ვინ სად იყო მაგ დროს, ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ვის აფინანსებდა. თუ ვინმეს ჰგონია, მე დამავიწყდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, რომ მე გადავუხადე იმას იმდენი, ამას ამდენი...

მე მაგალითად, ჩემი გამოსვლა, რომ არ აპატიეს ქართველი ხალხი ამას - არ დამავიწყდა, მაგრამ მივხვდი არჩევნების შედეგებით, 600 ათასი ხმით, რომ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ არ მინდა განმეორდეს, იმიტომ, რომ დღეს თუ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი, მაშინ ახალი 7 ნოემბერი იქნება, შეიძლება უფრო სასტიკიც,"-ამბობს ბერძენიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42