თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება
პოლიტიკა - 12:35, 07 Nov, 2018     686

მოქალაქეთა ზარებზე დროულად და სრულფასოვნად რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ცხელი ხაზის 42 ოპერატორის მეშვეობით გაწეული 24-საათიანი მომსახურების მიუხედავად, დღის განმავლობაში, 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება.

მისივე განცხადებით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს დაემატება და გადამზადდება იმდენი თანამშრომელი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების არცერთი ზარი უპასუხოდ არ დარჩეს. კახა კალაძემ მოქალაქეთა მომსახურების საკითხის მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მერიის ცხელი ხაზი საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებაა, რომლის ფარგლებშიც, დღის განმავლობაში, 42 ოპერატორის საშუალებით, დაახლოებით, 2500 ზარი ხორციელდება. მომსახურება 24-საათიანია. ცხელი ხაზი კვირის ყველა დღეს მუშაობს, თუმცა პირადად მე, მისი მუშაობის შესახებ ბევრი ადამიანისგან უკმაყოფილება მსმენია. ამიტომ, ვავალებ ირაკლი ხმალაძეს, რეფორმა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. თუ დასამატებელია, დაამატეთ თანამშრომლები და დაატრენინგეთ, კვალიფიკაცია აუმაღლეთ, რომ არცერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. დღეის მდგომარეობით, რეაგირების გარეშე 400-მდე ზარი რჩება. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე მოქალაქეთა სერვისცენტრების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსაც შეეხო.

„გარდა ამისა, საჭიროა მოქალაქეთა სერვისცენტრების გაუმჯობესება, მოწესრიგება და რეაბილიტაცია. ამჟამად, დაწყებულია მუშაობა პროექტირებაზე და მომავალი წლიდან დავიწყებთ სერვისცენტრების სრულ რეაბილიტაციას იმისთვის, რომ არ იყოს რიგები სერვისცენტრებში და არც ცხელ ხაზზე. ეს ის მინიმალური კომფორტია, რომელიც მოქალქეებს უნდა შევუქმნათ. ამის მოლოდინი და იმედი აქვს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42