"არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად „იმისიანებად და ამისიანებად“ - კახი კალაძე
პოლიტიკა - 11:37, 07 Nov, 2018     894

„7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და 2007 წლის 7 ნოემბერს, დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 7 ნოემბერს, ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და მთელი ევროპის წინაშე რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება დაიწყო.

„დღეს 7 ნოემბერია - დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ; შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითიც. ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით, 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება მაქსიმალურად შეეფუთა, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე უცხოეთშიც დაინახეს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, ქვეყანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში შეიყვანოს.

„7 ნოემბერი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი გახდა. პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებული ჩვენ ყველანი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასდროს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად - „იმისიანებად და ამისიანებად“. ეს არის ძალიან მძიმე და ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, თუ რა მოგვიტანა ქვეყანაში ამ მიდგომამ და დამოკიდებულებამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა, რაც ქვეყნის განვითარების საწინდარია.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ადამიანები მოვკვეთოთ საზოგადოებიდან, ჩავქოლოთ, გავრიყოთ და გვქონდეს ეს დამოკიდებულება. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ეკონომიკურად ქვეყნის სწრაფი განვითარება გვჭირდება, რომ კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. საქართველოში ხალხი და მთავრობა ერთი მთლიანი ძალაა და არა ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალები. ესაა ქვეყნის განვითარების საწინდარი და ჩვენ ყველამ ერთად, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ თანამშრომლობისა და წინსვლისკენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42