ლარის ისტორიული გაუფასურება - ოპოზიციის რიგებში აცხადებენ, რომ როვნული ვალუტის დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებით, ლარი დღევანდელი ხელისუფლების სარკეა.
„პასუხისმგებელი ადამიანების მხრიდან პასუხისმგებლობის მოცილებას ჰგავს ასეთი განცხადება, როდესაც ყველა დამნაშავეა, ოღონდ თვითონ არ არის დამნაშავე.
სინამდვილეში ლარი არის სარკე დღევანდელი ხელისუფლების. სარკე იმისა, როგორ იზრდება კორუფცია, კრიმინალი, როგორ იზრდება ნეპოტიზმი“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
"ევროპულ საქართველოში" ლარის ვარდნის მთავარ მიზეზად ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.
„ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები არასაკმარისია იმ უამრავი მავნებლობების საპირწონედ რა მავნებლობებიც მთავრობამ ექვსი წლის განმავლობაში ჩაიდინა.
სჯობია, რომ მათ სწორი პოლიტიკა გაატარონ და დაგვიჯერონ ვიდრე ბრალი ისევ გადაიტანონ საჯარო მოხელეებსა და ექსპერტებზე“-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






