ლარის კურსის ისტორიული ვარდნა - ეკონომისტები და ექსპერტები მთავარ მიზეზად ბიუჯეტის არასწორ მართვასა და მის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებენ. ეკონომისტების რიგებში აცხადებენ, რომ ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა ხელისუფლებას არ გააჩნია, ისინი მმართველ გუნდს რეკომენდაციებით მიმართავენ:
"პირველი მიზეზი არის, ის რომ ხელისუფლება კვლავ არათანაბრად ხარჯავს ბიუჯეტს და ეს გარდაუვალი იყო, რადგანაც არასწორად დაგეგმეს და ჩვენ ვხედავთ, რომ რამოდენიმე ასეული მილიონი აქვთ დასახარჯი უკანასკნელი თვეების მანძილზე. მეორე მიზეზი ეს არის ის მოლოდინები, რაც იქმნება ქვეყანაში ზოგადად, პანიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია თავი გაართვას იმ გამოწვევებს რა გამოწვევებიც არის და შესაბამისად მათ შორის ინვესტორები და უბრალო მოქალაქეებიც ამ ყველაფერს ხედავენ. გამოსავალი ეს არის ცოტა გრძელვადიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა,"-აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






