ოპოზიციის შეფასებით, ატოცში მავთულხლართების დამონტაჟების განახლების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან არათანამიმდევრული პოლიტიკის შედეგია
პოლიტიკა - 10:29, 07 Nov, 2018     761
რუსეთის მხრიდან საქართველოში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრება მიმდინარეობს.
უკანონო ბორდერიზაციის შესახებ საკიანონმდებლო ორგანოში დილიდან განცხადებები კეთდება.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მავთულხლართების დამონტაჟების განახლების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან არათანამიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რასაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც ხელს უწყობს.

„მავრთულხლართების გაბმა ეს არის პირდაპირი მუქარა საქართველოს მისამართით და გაფრთხილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, რომ თუკი არჩეული იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც არ არის პრორუსულად განწყობილი საქართველოს შეექმნება პრობლემები“-ამბობს რომან გოცირიძე.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ რომ არცერთ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს არ იყენებს.

„სამწუხაროა, რომ არცერთ ეტაპზე მათ შორის იმ დროს როცა საქართველოს ხელისუფლებას ხელში ეჭირა მტკიცებულებები, როგორ არღვევენ შეთანხმებას ადამიანის უფლებებს რუსეთის საოკუპაციო ძალები ეს მტკიცებულებები არ გამოიყენეს საკმარისად საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ყველაფრის გაგრძელებაა, რასაც საოკუპაციო ზოლზე ბედავენ რუსი ოკუპანტები,“-ამბობს ირაკლი კიკნაველიძე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთშორისო საზოგადოებამ მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცეს.

„არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება რომლის მომსწრენიც პერიოდულად ვხდებით, ეს არის ხალხის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიმართული ქმედება და არის დაუშვებელი. ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა გვქონდეს მეტი შესაძლებლობები გავხადოთ ხელმისაწვდომები ჩვენი საზოგადოებისთვის მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა,“-ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42